

2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:
2026 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა,- თვეში არაუმეტეს 1 032 ლარისა.
აღნიშნული ხარჯი საკრებულოს წევრს მიეცემა, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯებისთვის:
– საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის;
– საკრებულოს ფრაქციებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის;
– ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილ სხდომებსა და შეხვედრებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
თანამდებობრივ სარგოებში აღნიშნული ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
ამავე თემაზე
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!