

დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული. მზიას გათავისუფლების მოთხოვნით, საღამოს 8 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“.
ამ მარშით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წელია, რაც ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი დატყვევებული ჰყავთ შეთითხნილი ბრალდების, ცრუ ჩვენებების და უზურპირებული სასამართლო სისტემის მეშვეობით.
ამ მარშით კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მზიას უკანონო პატიმრობას, მის მიმართ სახელმწიფოს დაუნდობელ, არაადამიანურ მოპყრობას, მისი უფლებების არაერთგზის დარღვევას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
მარშის წინა დღეს, 11 იანვარს, საღამოს 10 საათზე, მზიას კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბენ.
დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, სისხლის სამართლის წესით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამით დააკავეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ადმინისტრაციული წესით, ბათუმის პოლიციის შენობის ეზოს ღობეზე სტიკერის მიკვრის გამო. დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც, მზია ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, როგორც პოლიციელთა ჯგუფის, ისე პირადად პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან, თუმცა სახელმწიფოს მზიას უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები დღემდე არ გამოუძიებია, მის საქმეში მონაწილე პოლიციელები და პროკურორები კი ან დააწინაურეს ან სხვა თანამდებობებზე გადაიყვანეს.
ამ ერთი წლის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იქცა სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს წინააღმდეგობის ძლიერ სიმბოლოდ, რომლის ხმაც გისოსებიდან მთელ ევროპასა და ცივილიზებულ სამყაროში ისმის. საქართველო კი სწორედ მზიას საქმის გამო პირველად აღმოჩნდა იმ ავტორიტარული ქვეყნების სიაში, რომლებსაც სინდისის პატიმარი ჟურნალისტები ჰყავთ.
ბრძოლა მზიას და სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის გრძელდება!
#თავისუფლებამზიას
#თავისუფლება სინდისის პატიმრებს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული. მზიას გათავისუფლების მოთხოვნით, საღამოს 8 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან […]
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების