

4 დეკემბერს რამდენიმესაათიანი მდუმარე აქცია გამართეს „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლებმა. ისინი ამ სამსახურის დირექტორ მიხეილ ჭიპაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
მათ განცხადებებით მიმართეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძესა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს.
„ბატონო დავით, – ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრისადმი გაგზავნილ მიმართვაში, – 30 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორი მიხეილ ჭიპაშვილი.
აღნიშნული პიროვნება გამოირჩევა კოლეგიალობით, თანამშრომლებისადმი კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით; ასევე საქმის საუკეთესო ცოდნითა და შრომისმოყვარეობით.
ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ კოლექტივი მის გათავისუფლებას ვთვლით უსამართლოდ. გვიჩნდება განცდა, რომ უსამართლობის მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გავხდეთ.
ამასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვთხოვეთ განმარტება. გამგებლისგან გაკეთებულმა განმარტებამ კიდევ უფრო მეტად გაგვიმტკიცა უსამართლობისა და დაუცველობის განცდა.
ზემოთ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, პროტესტის ნიშნად ვაპირებთ ორშაბათს, 7 დეკემბრიდან, გავიფიცოთ დირექტორის აღდგენის მოთხოვნით, ხარაგაულში ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. გაფიცვას ექნება მშვიდობიანი ხასიათი. შრომის კანონის მოთხოვნის თანახმად გატყობინებთ.“
მიმართვას ეთანხმება და ხელს აწერს „ხარაგაულკეთილმოწყობის“ 49 თანამშრომელი.
გამგებელ კობა ლურსმანაშვილისგან „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლები მოითხოვენ, რომ საკრებულოს 7 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე მან საჯაროდ განმარტოს მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი და ასევე მოითხოვენ მიხეილ ჭიპაშვილის აღდგენას სამსახურში.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძისგან „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლები ითხოვენ 7 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე დასწრებისა და განცხადების გაკეთების ნებართვას.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი