

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ამ თანამდებობიდან გათავისუფლებული მიხეილ ჭიპაშვილის ნაცვლად, ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ ყოფილი დირექტორი თეიმურაზ ფურცელაძე დაინიშნა. თეიმურაზ ფურცელაძის ნაცვლად, ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორად დანიშნულია ნოდარ სხილაძე.
თეიმურაზ ფურცელაძე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, აზა ფურცელაძის, ძმა.
პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა ა(ა)იპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა. ეს თანამდებობა, ჯერჯერობით, ვაკანტურია.
თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა შპს „ხარაგაული-2011“-ის დირექტორი ზაზა კაციტაძე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში