ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ აკაკი მაჭავარიანს და მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ კობა ლურსმანაშვილს
სოფლად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო. გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად, მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება მიმდინარეობს, რაც მართლაც რომ დიდი დახმარება და წახალისებაა გლეხისათვის.
საღანძილის ტერიტორიულ ერთეულში შედის ექვსი სოფელი: საღანძილე, ზარანი, ვანი, სხლითი, ჩხერი, ჯაფარეული. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს სრული ინფორმაცია ბარათის გამოყენების წესებთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ 0,25 ჰექტარზე ნაკლებ ფართობს სამუშაოს შემსრულებელი არ ამუშავებს. აქედან გამომდინარე, ზემოთხსენებული სოფლების მოსახლეობის 90% საკუთრებაში არსებულ ფართობს ბარათის გამოყენებით ვერ დახნავს. საღანძილის ტერიტორიულ ერთეულში ხვნა-თესვა რომ ხარისხიანად და აგროვადების დაცვით განხორციელდეს, საკმარისია ერთი საბურავიანი ტრაქტორი გუთნით და ფარცხით, ხოლო იქ, სადაც აღნიშნული ტრაქტორი, რთული რელიეფის გამო, სამუშაოს ვერ შეასრულებს, აუცილებელი იქნება მუხლუხებიანი ტრაქტორი გუთნით და ფარცხით. აღნიშნული ტექნიკით შესაძლებელი იქნება, ტერიტორიულ ერთეულში დაახლოებით 15 სამუშაო დღეში მაქსიმალურად დამუშავდეს ყველა ზომის სასოფლო-სამეურნეო სავარგული. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის საგაზაფხულო პროგრამით მიწის ფართობების სრული დამუშავება ვერ მოხდება, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს.
იწყება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება. ყველა სოფელს წელსაც გამოეყო გარკვეული თანხა, რომელიც მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად უნდა დაიხარჯოს. სოფლის რწმუნებული ვალდებულია ყველა სოფელში ჩაატაროს კრებები. მოვუწოდებ მოსახლეობას მაქსიმალურად გამოვიდნენ, დაესწრონ კრებებს და დაასახელონ პრიოტიტეტები, ხოლო შემდგომში კი მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული პროექტების განხორციელებაში. ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას სოფლების მიხედვით უამრავი პრობლემა აქვს. მათგან გამოვყოფ სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხებს:
საღანძილე: იჩქიტიძეების, მარტოული , მაღლამინდვრის უბნებში გზებია შესაკეთებელი. მიუვალია მდინარე ჯონჯოურიდან ასასვლელი გზა. შესაკეთებელია სოფლის მთავარი გზაც. ხანგრძლივი გვალვისგან წყლის პრობლემა გაუჩნდა ყრუაშვილებისა და კიკნაძეების უბნებს. გასაკეთებელია წყლის სამი ავზი. მოსახლეობა ითხოვს საბანკეტო დარბაზს.
ზარანი: შესაკეთებელია გზა კურტანიძეების, თაბაგრების, გაბუნიების, მელისკარის უბნებში.
ვანი: შესაკეთებელია გზა კალათოურის, ჩხაკოურის, ვანის სერის, ეკლესიის უბნებში. ვანი-სხლითის მთავარი გზა ჩაწყვეტილია და საშიშია გადაადგილებისათვის. მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნის ელექტროენერგიის აღრიცხვის ინდივიდუალური მრიცხველების არარსებობა. ძლიერი წვიმისას ჩხაკოურის უბანში მოსახლეობას ორი ბოგირი სჭირდება ღელეზე გადასასვლელად. ვანელებს კი კვლავ აწუხებთ უტრანსპორტობა.
სხლითი: შესაკეთებელია სოფლის მთავარი, სასაფლაოსთან და სკოლასთან მისასვლელი გზები. ასევე მდინარაძეების, ტოროშელიძეების, იჩქიტიძეების უბნების გზები. ყველაზე მტკივნეული პრობლემა სხლითელებისთვის ავტობუსს უკავშირდება. სოფელი ინდივიდუალური ელგამრიცხველიანების გარეშეა დარჩენილი.
ჩხერი: წვიმის დროს მიუვალია გზა მაღლა უბნისა და ცაცხვების უბანში, ხოლო ხახალაშვილების უბანი საერთოდ მოწყვეტილია სოფელს. ამავე დროს მათ არ აქვთ წისქვილი. შესაკეთებელია გზა რკინიგზის სადგურიდან ბოლო უბნამდე. სოფელს გვალვაში წყლის დეფიციტი ექმნება. შესაკეთებელია ძველი მაღაზიის შენობა, რომელიც სოფელს გადაეცა. მოსახლეობა ითხოვს საბანკეტო დარბაზს. უგზოობა აწუხებს კურტანიძეების უბანს. ლურსმანაშვილების უბანში კი გზასთან ერთად ბოგირიც გასაკეთებელია.
ჯაფარეული: გასაგრძელებელია მთავარი გზის შეკეთება. შესაკეთებელია სამი საუბნო გზა. ახალგაზრდები ითხოვენ თავშეყრის ადგილის მოწყობას.
პატივისცემით
მალხაზ ყრუაშვილი
საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი