

ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის რეაბილიტაცია და ამის პარალელურად, – შენობის გადახურვა მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ტენდერში გამარჯვებული შპს „მაი თაუნ“ (დირექტორი იოსებ გაბელაია) აწარმოებს. ადმინისტრაციული შენობის გადახურვისა და დარბაზის აღსადგენად, 107 400 ლარი გაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოები 2026 წლის 23 მარტის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
ხარაგაულის თვითმმართველობას ტენდერი დარბაზისა და სახურავის რეაბილიტაციისთვის 120 928 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
წლებია, ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის დარბაზი უმოქმედოა; საკრებულოს სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ტარდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი