

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ BMG-ის განუცხადა, რომ ქონების გადასახადი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე შეიცვლება, იქამდე, სანამ მოქალაქეებს მისი დეკლარირება მოუწევთ.
პაატა კვიჟინაძე განმარტავს, რომ ამჟამად ახალი ზღვარი ან გადასახადის სრული განახლებული კონფიგურაცია ჯერ შეთანხმებული არაა.
„განხილვის პროცესშია ოთხი შესაძლო მოდელი, რომელიც არსებულ ქონების გადასახადს ჩაანაცვლებს, – ამბობს პაატა კვიჟინაძე, – ბოლო ხუთი წელია, ყოველწლიურად 10%-ით მატულობს ხელფასი საჯარო სექტორში, კერძო სექტორში – უფრო მეტი პროცენტით. საშუალო ხელფასი თუ იყო 2021 წელს დაახლოებით 1 400 ლარზე ცოტა მეტი, ახლა უკვე 2 400-ზე მეტია. ბუნებრივია, დადგა საკითხი ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.
40 000 ლარამდე თუ არის ოჯახის შემოსავალი, ის არ იხდის ამ გადასახადს, რადგან ითვლება, რომ ის არის მცირეშემოსავლიანი;
40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში იხდის ქონების ღირებულების 0,2%-ს მაქსიმუმ (ამას ადგილობრივი თვითმმართველობა წყვეტს);
ხოლო 100 000 ლარის შემდეგ მაქსიმუმ 1%-ს (ამასაც ადგილობრივი თვითმმართველობა წყვეტს).
ახლა გვინდა, ეს შეიცვალოს. არის რამდენიმე მოდელი. ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე ჩვენთან ერთად. ყველა ვარიანტი იქნება იმ კუთხით, რომ დაბალანაზღაურებად მოსახლეობას ჰქონდეს შეღავათები“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე იგეგმება საშემოსავლო გადასახადის კანონის ცვლილება, რაც 40 000 ლარის ზღვრის გაზრდას მოიცავს. თუმცა, ჯერჯერობით ახალი ზღვარი არ დასახელებულა.
პარლამენტმა ის პირველ ნოემბრამდე უნდა განსაზღვროს, რადგან დეკლარაციის შევსების ვადა სწორედ პირველ ნოემბერს იწურება.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო.
ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი, ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.
პოლონეთის ქალაქ პულტუსკში მდებარე მუნიციპალური საბავშვო ბაღი
აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ ქვიშის ჭიდაობაში 2026 წლის მე-4 ღონისძიებას
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ BMG-ის განუცხადა, რომ ქონების გადასახადი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე შეიცვლება, იქამდე, სანამ მოქალაქეებს მისი დეკლარირება […]
2026 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში