

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი“.
ასე უპასუხა მან „რადიო თავისუფლების“ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა იმ ახალი მოძრაობის დაფუძნებას, რომლის წევრებიც მზად არიან, „ეროვნული იდენტობა“ დაიცვან, „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი.
„ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი, ეკლესიისადმი ასეთი შეკითხვის დასმაც კი უხერხულია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საეკლესიო სიწმინდეებისადმი უდიერი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მრავალჯერ გამოვლინდა, რაზეც მორწმუნე საზოგადოებას გულისტკივილი არაერთხელ გამოუთქვამს.
მნიშვნელოვანია, რომ აზრის გამოთქმის დროს ადამიანებმა შეურაცხყოფა არ მიაყენონ სხვების ღირებულებებსა და სიწმინდეებს, მეორე მხრივ კი, ამა თუ იმ მოძრაობისა თუ კერძო პირის მიერ სიწმინდეებისა და ღირებულებების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან, აგრესიისა და კანონის დარღვევისგან“, – განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.
27 ივლისს, MMA-ს მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფუძნებენ მოძრაობას, რომელიც „ქართულ კულტურასა და ეროვნულ იდენტობას დაიცავს“.
ამავე თემაზე
არაფორმალური სადამსჯელო რაზმების შექმნის დაანონსება თავისუფალი აზრისა და გამოხატვის ჩახშობის
ტენდენციის შემაშფოთებელი გაგრძელებაა – საია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი“. ასე უპასუხა მან […]
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ახალი
2026 წლის 27 ივლისს თბილისში MMA-ის მებრძოლმა
28 ივლისი წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეა. ამ დღეს ხარაგაულში, ტრადიციულად, კახორობა
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,