

2026 წლის 27 ივლისს თბილისში MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ განაცხადა.
გიორგი ქართველიშვილი „ეროვნული სიწმინდეების“ დაცვის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ „იდენტობის დასაცავად საფრთხეს არ მოერიდებიან და მზად არიან, ციხეშიც კი წავიდნენ“.
ამ ორგანიზაციის დაფუძნებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა:
„განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანი არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება.
დაჯგუფების შემქმნელები იყენებენ ისეთ დეზინფორმაციულ, მადისკრედიტირებელ ლექსიკას, რომელიც ხშირია სახელისუფლებო და პრო-სახელისუფლებო ნარატივებში და აცხადებენ, რომ იწყებენ ბრძოლას „უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ“.
გაკეთებულ განცხადებაში ასევე აშკარად ჩანს დაჯგუფების ძალადობრივი ხასიათი („თუკი შესაბამისი გარემო პირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება“).
საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად, ასევე კანონმდებლობით მათი უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა.
როდესაც პრო-სამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების მიზანში ამოღებასა და დემონიზებაში, ეს შეიძლება ძალადობის წაქეზებისა და თანამონაწილეობის ნიშნებსაც ატარებდეს.
სამართლადამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის ადამიანებზე ძალადობის ან მათი დაშინების პრევენცია და აღკვეთა“- აღნიშნულია საიას განცხადებაში.
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ახალი
2026 წლის 27 ივლისს თბილისში MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი „სახალხო […]
28 ივლისი წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეა. ამ დღეს ხარაგაულში, ტრადიციულად, კახორობა
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის