

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ახალი სინთეზური კანაბინოიდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„საქართველოში გამოჩნდა და ინტესიურად იყიდება ტელეგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება), ასევე იყიდება k2-ის სახელითაც.
ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია ჯანმრთელობის მძიმე რისკებთან.
შესაძლო შედეგებია:
ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება.
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112“ – წერს სოციალურ ქსელში ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.
ამავე თემაზე
მოზარდებს სწორად უნდა ვესაუბროთ, ნარკოტიკისგან რა საშიშროება ელით – ზურაბ სიხარულიძე
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
13 აგვისტოს, 18:00 საათზე, @Antennafromtbilisi @sinatle.media -ს მხარდასაჭერ გამოფენას