

„დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
სააგენტო პროგრამაში გამარჯვებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 300-მდე პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება:
▪︎ თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
▪︎ გორი, სამების ქ.N1;
▪︎ რუსთავი, მე-17 მ/რ, N20ა;
▪︎ ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
▪︎ ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.
განაცხადის გაგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც info@idp.gov.ge შესაძლებელია.
პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოსავლის ზრდას.
დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას გაეცანით სააგენტოს ვებგვერდზე.
განაცხადის ფორმა იხიილეთ ამ ბმულზე.
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
13 აგვისტოს, 18:00 საათზე, @Antennafromtbilisi @sinatle.media -ს მხარდასაჭერ გამოფენას