

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს.
ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში “ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები გამგებლის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების […] და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის” (მე-8 მუხლი, მესამე პუნქტი).
ჟურნალისტი ნინო კაპანაძე საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით მერიის წარმომადგენლებისთვის განსაზღვრულ ადგილას დაჯდა. სხდომის შემდგომ საკრებულომ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის შესახებ ფოტოს თანხლებით, რომლიდანაც მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსსა და მერის მოადგილეს შორის მჯდომი ჟურნალისტი ამოჭრა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა მერის მოადგილეს დამუშავებული კადრი გაუგზავნა – ფოტო ჟურნალისტის გარეშე. საკრებულომ ფეისბუქ გვერდზე შეცვლილი ფოტო რეალური ფოტოთი მალევე ჩაანაცვლა.
„ჩემი ხარაგაულის“ მიერ ამ ამბის გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის კომენტარებში საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენლის მუქარისშემცველი კომენტარიც დაიწერა.
“[…] ვთვლი, რომ ამ პოსტზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ და შესაბამისი პასუხიც აგოთ! Nino Kapanadze ტელეფონზე მიპასუხე! ამ პოსტის გამო ჩემს ნერვიულობას ფასად დაგიჯენთ! ყველაფრის მკადრებლებო!”, – წერს სოციალურ ქსელში ნინი თხელიძე.
ქარტია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების საჯაროობა, არ გააყალბოს რეალობის ამსახველი ფოტოები და მედიის წარმომადგენლებისათვის შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები.
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
13 აგვისტოს, 18:00 საათზე, @Antennafromtbilisi @sinatle.media -ს მხარდასაჭერ გამოფენას