

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106-ე დადგენილებაში შევიდა.
საუბარია „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ დადგენილებაზე.
თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, რეგულაციის ამოქმედების ვადამ თითქმის ოთხი წლით გადაიწია.
როგორც ნორმატიულ აქტშია აღნიშნული, გადავადების გადაწყვეტილება კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული, რათა ბიზნესს ახალ სტანდარტებთან ადაპტაციისთვის მეტი დრო მიეცეს.
შეგახსენებთ, 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.
აპრილში სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვაც 4 წლით, 2031 წლამდე გადავადდა.
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის […]
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 30 ივნისს გაიხსნა.
საგარეუბნო მატარებლის – ხაშური-ზესტაფონი-ხაშურის – მიმოსვლის განრიგი შეიცვალა.