

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 30 ივნისს გაიხსნა. დღის ბანაკში, პირველ ეტაპზე, 10-დან 12 წლამდე ასაკის 45 მოზარდი ჩაერთო.
7 ივლისიდან კი საზაფხულო ბანაკი 13-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს მიიღებს.
მონაწილეებს ელოდებათ გასართობი და შემოქმედებითი აქტივობები, გუნდური თამაშები და შემეცნებითი ღონისძიებები; თანატოლებთან ურთიერთობების გაღრმავება და წარუშლელი შთაბეჭდილებები.
– დღის ბანაკის მონაწილეებმა ჯგუფები შექმნეს, ლიდერები აირჩიეს და აქტივობებში გუნდურად ერთვებიან, – ამბობს მოსწავლეთა სახლის დირექტორის მ/შ მაია ბლუაშვილი, – ისინი ერთობლივად გეგმავენ ბანაკის შემაჯამებელი ღონისძიების აქტივობებს. ამ ოთხი დღის განმავლობაში მოსწავლეთა სახლის სხვადასხვა წრის ხელმძღვანელები ბანაკის მონაწილეებს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს სთავაზობენ. ბავშვები თამაშებში აქტიურად ერთვებიან და ხალისობენ. მნიშვნელოვანია, რომ ბანაკის მონაწილეები მთელ დღეს ტელეფონების გარეშე ატარებენ“.
„საზაფხულო ბანაკის შესახებ რომ გავიგე, მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა და წელს პირველად ჩავერთვე, – ამბობს საზაფხულო ბანაკის მონაწილე მერაბ ჩიჩილიძე, – ახალი მეგობრები უკვე გავიცანი და შემაჯამებელი ღონისძიებისთვის ცეკვები და სიმღერები შევარჩიეთ. ჩვენი გუნდის სახელი „უცხოპლანეტელები“ პოსტერზე გადავიტანეთ და გავაფორმეთ. საზაფხულო ბანაკში შემდეგ წელსაც აუცილებლად ჩავერთვები“.
„უკვე მესამე წელია, ამ ბანაკის მონაწილე ვარ და ძალიან მომწონს. წელს ჯგუფის ლიდერად ამირჩიეს. ჯგუფში ძალიან მეგობრული ბავშვები არიან და სხვადასხვა დავალებების შესრულებაში ერთმანეთს ვეხმარებით. იმედი მაქვს, ამ ოთხ დღეს სასიამოვნოდ და საინტერესოდ გავატარებთ“, – ამბობს ბანაკის მონაწილე ანი ჭანკვეტაძე.
„ჩემი ორივე შვილი საზაფხულო ბანაკის მონაწილეა. მაქსიმე ჯერ 9 წლისაა და თავიდან უარი მითხრეს, მაგრამ შემდეგ მიიღეს, – ამბობს ნინო მღებრიშვილი, – როცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა დღის ბანაკში მოსწავლეთა მიღება გამოაცხადა, მაშინვე დავრეკე, რადგან ბავშვებმა ამ ბანაკის შესახებ იცოდნენ და იქ მოხვედრა ძალიან უნდოდათ. ვიცნობ მოსწავლეთა სახლის მუშაობის სპეციფიკას, აქ აქტივობები ბავშვების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამას გარდა, ზაფხულში ხარაგაულში ისედაც მოკლებული ვართ ასეთ აქტივობებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ამ ბანაკში მიიღონ მონაწილეობა“.
საზაფხულო ბანაკი ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში 2019 წლიდან ეწყობა. მისი შექმნის იდეა მაკრამეს წრის ხელმძღვანელს მარინა ვეფხვაძეს ეკუთვნის.
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 30 ივნისს გაიხსნა. დღის ბანაკში, პირველ ეტაპზე, 10-დან 12 წლამდე ასაკის 45 მოზარდი ჩაერთო. […]
საგარეუბნო მატარებლის – ხაშური-ზესტაფონი-ხაშურის – მიმოსვლის განრიგი შეიცვალა.
19 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სკოლების ინფრასტრუქტურის