

„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე არ დადის, – წერს სოციალურ ქსელში იურისტი ზვიად კორძაძე, – რამდენჯერ არ ვუყურებ, რაღაც საშინელების თქმა მინდა.
ბავშვები არ ჩერდებიან, სიმღერას აგრძელებენ. ვიღაც იძახის, არ დაგვინახავსო, ვითომ ვერდანახვა ნაკლები პრობლემაა.
ვერ ვუშვებ, რომ ვიღაცამ უფროსმა დაინახა და სიმღერის დამთავრებას ელოდებოდა.
ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ, ბავშვს რომ რამე მოსვლოდა იმ სამ წუთში, ისევ ვერდანახვა – დანახვაზე იქნებოდა საუბარი?
თუ უკვე გამოძიება ჰკითხავდა ოპერატორს, რატომ გადაიტანა კადრი, მუსიკოსს – რატომ მიიხედა დაცემის ხმაზე და გააგრძელა სიმღერა, უკანა რიგში მდგარ ბავშვებს და მათ მშობლებს – რატომ არ მიეშველნენ ბავშვები.
უფროსებს, რომლებსაც ეს ბავშვები ჰყავდათ ჩაბარებული, თუ ვერ დაინახეს, რატომ და როგორ ვერ დაინახეს???? ისე, ახლაც შეუძლია გამოძიებას იგივე გაარკვიოს, არის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი და დაუხმარებლობა ჰქვია.
მუხლი 129. დაუხმარებლობა
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
იმედია, სიმღერის შეწყვეტას თავისთვის ან სხვისთვის საფრთხის შექმნად არავინ მიიჩნევს…
არ ვიცი, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. გადავახვევ, ვნახავ. ვზივარ გაოგნებული, კიდევ გადავახვევ, ვერ ვხვდები ეს როდის და რა დროს დაგვემართა???“ – წერს იურისტი ზვიად კორძაძე.
9 ივნისს, საზოგადოებრივი არხის ეთერში პირდაპირი ეთერის დროს, კონცერტის მსვლელობისას 10 წლის გოგონა სცენაზე მოწყვეტით დაეცა. თუმცა არც კონცერტი და არც პირდაპირი ეთერი არ შეწყვეტილა.
ბავშვის დაცემის ვიდეო 10 ივნისს გაავრცელა ბავშვის ბებიამ, ნინო კუხალეიშვილმა ფეისბუქით, რის შემდეგაც მედიასაშუალებებში გავრცელდა.
ვიდეოს აღწერაში ბავშვის ბებია წერდა, რომ ბავშვი სამი წუთის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა იატაკზე.
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე არ დადის, – წერს სოციალურ ქსელში იურისტი ზვიად კორძაძე, […]
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი