

აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს. დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება 7 აპრილს გამოაცხადა.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ირანისგან მიიღეს 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც მოლაპარაკებების საფუძველია.
ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებიდან დაახლოებით ერთ საათში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გამოაცხადეს, რომ თუ ირანის წინააღმდეგ შეტევა შეჩერდება, შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ საპასუხო დარტყმებს და ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გავლა ირანის შეიარაღებულ ძალებთან „კოორდინაციით“ და „ტექნიკური შეზღუდვების“ გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანზე იერიშები მიიტანეს.
ფოტოზე: დაბომბილი ხიდი თეირანში (რადიოთავისუფლების ფოტო)
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
„არა, ბატონო პროფესორო, ჩვენ თეირანში ვრჩებით – ყველა შემთხვევაში!“
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო
მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის
„დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა საქველმოქმედო ონლაინ მარათონის ფარგლებში