

მედიაკავშირ „ობიექტივის პირდაპირ ეთერში ლიტერატურული კონკურსის „ოდეონის“ ჟიურის თავმჯდომარემ, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ გამარჯვებულები დაასახელა.
ჟიურის გადაწყვეტილებით მესამე ადგილი დაიკავა ნინო მოდრეკილაძემ, მეორე ადგილზე გავიდა ლელა ცუცქირიძე, პირველი ადგილი წილად ხვდა ნათია როსტიაშვილს.
მათთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი საპრიზო ფონდით განსაზღვრულ 500 ლარს მიიღებს. ხარაგაულის საკრებულოს წევრმა ვარლამ ჭიპაშვილმა პირველ ადგილზე გასული კონკურსანტისთვის ასი ლარი დაამატა.
მეორე ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება 300 ლარით, მესამე ადგილის – 200 ლარით.
ჟიურიმ გამოავლინა ხუთი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა ავტორებს – მამუკა ჭიპაშვილს, ინგა გოგიბერიძეს, მაია მიქაიას, ედუარდ უგულავას და ხვიჩა გელაშვილს 100-100 ლარით დააჯილდოვებს ღორეშის მემორიალური მუზეუმის დირექტორი პავლე ჯიბუტი.
ხვალ, ხაზის რადიოს პირდაპირ ეთერში ეკა ტალახაძის გადაცემაში დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილების მფლობელები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს ისრაელში მცხოვრები მაქს შავიტისგან დამზადებული სპეციალური პრიზი გადაეცემა.
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ წელს მეათედ გაიმართა. მესამე წელია, კონკურსი ღორეშის მემორალური მუზეუმის ეზოში იმართება. წელს კონკურსის თემა გახლდათ „ზარი.“
„ოდეონის“ ავტორი და ორგანიზატორია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახალხო ლიტერატურული თეატრი (ხემძღვანელი იზა ვეფხვაძე).
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“