

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ავტორიზებულ სკოლებს ხევის საჯარო სკოლა შეემატა.
„ავტორიზაციის პროცესი საკმაოდ რთული და დატვირთული იყო, – ამბობს ხევის საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა ხადილაშვილი, – უკეთ დავინახეთ სკოლის წინაშე არსებული გამოწვევები, ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. თუმცა, თავდაჯერებულები ვიყავით, რომ ავტორიზაციას მოვიპოვებდით და ჩვენი შრომა დაფასდებოდა.
სკოლა არაერთი გამოწვევის წინაშეა. ინფრასტრუქტურის კუთხით ხარვეზი გვაქვს, რადგან სკოლა სრულად სარეაბილიტაციოა. საავტორიზაციო საბჭომ ორწლიანი ვადა მოგვცა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ხევის სკოლა „800 სკოლის რეაბილიტაციის პროექტშია“ ჩასმული. თუმცა, არ ვიცით, სარემონტო სამუშაოები როდის დაიწყება.
საავტორიზაციო კომისიამ ჩვენი სკოლის ძლიერ მხარედ არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებული მრავალფეროვანი პროექტები მიიჩნია. ექსპერტებმა მოიწონეს ხევის სკოლის კოლექტივის გუნდური მუშაობა და სკოლაში არსებული პოზიტიური გარემო“.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე ულოცავს ხევის სკოლას ამ წარმატებას და ამბობს, რომ ავტორიზაცია სკოლებს მეტ პასუხისმგებლობას, მონდომებას, ძალისხმევას ავალდებულებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ავტორიზაცია 2023 წელს მარელისის, ვერტყვიჭალისა და კიცხის საჯარო სკოლებმა გაიარეს, წელს კი – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლამ.
წარმატებით დაძლია გასულ წელს ავტორიზაცია ხარაგაულის გიმნაზიამ.
ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის
ხარაგაულში საბავშვო თეატრი იქმნება. ამ თეატრის შექმნა ახალგაზრდული ფესტივალის
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს ყველა მსურველს ევროკავშირისა და საქართველოს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის რამდენიმე წევრი
ხარაგაულში ტრადიციული ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“