
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს” – ამ ლოზუნგით, 30 სექტემბერს, მედიის მხარდასაჭერად ამჯერად ქუთაისში შეიკრიბებიან.
„სინათლის მარში”, ქუთაისის მერიის წინ, 20:00 საათზე გაიმართება.
„რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის. ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას მუდმივი ზეწოლის ფონზე აგრძელებენ.
ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ – ვიბრძოლებთ, სანამ გვიან არ არის! წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან და ერთად გავანათოთ ქუთაისის ქუჩები!“,- განმარტავენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 22 ონლაინმედიის ერთობის კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხვით:
თიბისი ბანკი: #GE76TB7548536080100013
საქართველოს ბანკი: #GE06BG0000000609779465
მიმღები „ხალხის წყარო“
ემიგრაციიდან https://www.gofundme.com/f/help-media-in-the-fight-for-democracy-in-georgia
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საბავშვო ბაღის შენობაში,
საქართველოს მთავრობის 2 ოქტომბრის დადგენილებით,
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის
დღეს, 30 სექტემბერს, დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას გეოლოგები,