
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნას ოქტომბრის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ეს ინფორმაცია ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძისგან მოვიპოვეთ.
ამჟამად ხევის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ხევის საბავშვო ბაღის გამგის, ნინო ბუხნიკაშვილის ინფორმაციით, ეს საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ორი ასაკობრივი ჯგუფით გააგრძელებს. ორივე ჯგუფში სულ 25 აღსაზრდელს ელოდებიან.
ხევის საბავშვო ბაღის შენობა 2021 წლის ნოემბერში დაანგრიეს. ამის შემდეგ სასწავლო პროცესი დაქირავებულ სახლში გაგრძელდა. თუმცა, 2022 წლის ივნისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, არასათანადო პირობების გამო, საბავშვო ბაღის კერძო სახლში ფუნქციონირება შეჩერდა. მას შემდეგ, სამი წელია, 10-12 ხეველი აღსაზრდელისთვის ხევის სკოლაში მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებდა, აღსაზრდელთა უმრავლესობა კი სკოლამდელი აღზრდის მიღმა იყო დარჩენილი.
ხევში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საბავშვო ბაღის შენობაში,
საქართველოს მთავრობის 2 ოქტომბრის დადგენილებით,
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნას ოქტომბრის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ეს ინფორმაცია ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების […]
დღეს, 30 სექტემბერს, დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას გეოლოგები,