
ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ეს სოფლები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა და 50-მდე ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ახლახან განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაში ნათქვამია:
„გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის.
შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.
მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია.
სოფლებში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს, არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება“.
შევეცადეთ, გაგვერკვია, რა მიზეზით არ ტოვებენ მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახები სახლებს. ხემაღალში მცხოვრები, 72 წლის ნინო იაშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.
ქალბატონი ნინო ამბობს, რომ ხორითში, სადაც საცხოვრებელი სახლი მოიძია, წყალი არ არის.
„სად წავიდე, მითხარით და წავალ, – ტირილით გვიპასუხა ნინო იაშვილმა, – სად ვიშოვო დასაქირავებელი სახლი. სოფლის გარდა ვერსად ვიცხოვრებ, რადგან მეწველი ძროხა და წვრილფეხი მყავს. ესენი რომ გავყიდო, ულუკმაპუროდ დავრჩები. მეზობელ სოფელ ხორითში საქონლის სადგომიანი სახლი ვიშოვეთ და აღმოჩნდა, რომ სახლში წყალი არ არის. დავიწყებ ცხოვრებას ახლიდან, მაგრამ ელემენტარული პირობები ხომ მინდა?!
ახლა მეუბნებიან, მოგიგვარებთ წყლის პრობლემასო. რა ვქნა, როგორ მოვიქცე, არ ვიცი“.
ნინო იაშვილმა გვითხრა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაშია ხემახალში მცხოვრები მისი ვაჟის ოჯახიც.
დამეწყრილ ხემაღალში რომ ვითარება უკიდურესად საშიშია, ვასო გაჩეჩილაძის მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ ამ ვიდეოშიც კარგად ჩანს.
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება
„დღეს 7 აგვისტოა და უსამშობლოებს მინდა შევახსენო:
ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის
ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ეს სოფლები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა და […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის პროექტმა