
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მშვიდობით, თემურ!“ წარსდგება.
რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ეს პიესა თავად ავტორმა გამოუგზავნა, რადგან ხარაგაულის თეატრის საქმიანობის შესახებ ბევრი სმენია. რეჟისორი და მსახიობები მიიჩნევენ, რომ ეს ტრაგიკომედია აქტუალურ, საზოგადოებისთვის პრობლემურ საკითხებს ეხება და დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ადამიანები ერთმანეთს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ.
ირინე ჩხეიძის თქმით, სპექტაკლზე მუშაობენ, თუმცა, იმერეთის თეატრალური ფესტივალის დაწყებამდე ხარაგაულში პრემიერის გამართვას ვერ მოასწრებენ.
ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალში 2012 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს და სხვადასხვა წლებში ყველა ნომინაციის გამარჯვებულია.
„თეატრალური იმერეთი 2025“ 18 ივნისს დაიწყება.
ფოტოზე: ხარაგაულის სახალხო თეატრი რეპეტიციაზე
ამავე თემაზე
ხარაგაულის თეატრმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა
„თეატრალური იმერეთი“ – მთავარი სასიცოცხლო არტერია სახალხო თეატრებისთვის
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა
ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ასი ახალი წიგნი შეიძინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა