

დღეს, 26 ივნისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთი“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
ფესტივალზე ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლით „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) წარსდგა. სპექტაკლი სამი ნომინაციის გამარჯვებულია:
მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა დავით ჭყოიძე, – „ბამბაზიის სამოთხეში“ მათხოვრის როლის შესრულებისთვის;

ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა ლუიზა კიკნაძე, რომელმაც ამავე სპექტაკლში აფხაზი შვილმკვდარი დედის როლი ითამაშა;
ქალის მთავარი როლის ნომინაციაში გამარჯვებულია ირინე ჩხეიძე.

„თეატრალური იმერეთის“ გრანპრი ხონის თეატრის სპექტაკლმა „აზნაურები“ დაიმსახურა (რეჟისორი გოჩა კაპანაძე).
ვულოცავთ ხარაგაულის სახალხო თეატრს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
„თეატრალური იმერეთი“ წელს მეთხუთმეტედ გაიმართა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.