
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა თემაზე „ბულინგი სკოლაში“.
ტრენინგში, რომელიც ბავშვთა ფსიქოთერაპევტ მაია ცირამუას მიჰყავდა, მონაწილეობდა 70-ზე მეტი უფროსკლასელი და მასწავლებელი ხარაგაულიდან, ჭიათურიდან და ზესტაფონიდან.
ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ბულინგის ფორმები, მისი ამოცნობის მეთოდები და ბულინგის დასაძლევად გაუზიარა რეკომენდაციები.
ონლაინ შეხვედრის დასასრულს ტრენერმა მონაწილეებს შესთავაზა ორი ანიმაციური ფილმი ბულინგის შესახებ.
ეს ტრენინგი უკვე მესამე შეხვედრაა, რომელსაც „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ზემო იმერეთში მცხოვრები უფროსკლასელების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მართავს, ფსიქოლოგ მაია ცირამუას ჩართულობით. წინა ორი ტრენინგი გაიმართა უფროსკლასელებისა და უფროსებისთვის, ცალ-ცალკე, ონლაინ სექსუალური ძალადობის თემაზე.
სულ სამივე ტრენინგში 150-მდე მონაწილე ჩაერთო.
ამ ტრენინგების ორგანიზება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
„ჩემი ხარაგაულის“ გუნდი ტრენინგებზე განხილულ თემებს – „ონლაინ-სექსუალური ძალადობა და მისი დაძლევის ხერხები“ და „ბულინგი სკოლაში“, სტატიის სახით ამზადებს, დაინტერესებული საზოგადოებისთვის გასაცნობად.
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში
საყოველთაო ინტერნეტიზაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა თემაზე „ბულინგი სკოლაში“. ტრენინგში, რომელიც ბავშვთა ფსიქოთერაპევტ მაია ცირამუას მიჰყავდა, მონაწილეობდა 70-ზე მეტი უფროსკლასელი […]
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის