
დღეს, პირველ მაისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის პოზიციაზე საკადრო ცვლილება განხორციელდა.
მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორად ნიკო მაჭავარიანი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ჰამლეტ ბერაძე შეცვალა. მოსწავლეთა სახლის კოლექტივს ახალი დირექტორი მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.
ნიკო მაჭავარიანი 2022 წლის პირველი ივნისიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი იყო კულტურის საკითხებში.
კულტურის საკითხებში მერის მრჩევლის თანამდებობას დღეიდან, პირველი მაისიდან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ყოფილი დირექტორი ჰამლეტ ბერაძე დაიკავებს.
ჰამლეტ ბერაძე მოსწავლეთა სახლის დირექტორად 2022 წლის პირველი ივნისიდან მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის წლის 7 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.
საკრებულოს ამ სხდომაზე დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან მოსწავლეთა სახლის საქმიანობის უარყოფითად შეფასების საფუძვლის განმარტება მოითხოვეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს „ქართული ოცნებიდან“ მოსწავლეთა სახლის მუშაობის უარყოფითად შეფასების არგუმენტები არ დაუსახელებიათ. მათ თქვეს, რომ გადაწყვეტილება „გუნდთან შეთანხმებით მიიღეს“.
თავად ჰამლეტ ბერაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ „შეფასება პოლიტიკურად მოტივირებულია და არ ეფუძნება ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჩემ მიმართ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს დისკრიმინაციის მაგალითს და განპირობებულია ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით. მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
დღეს, პირველ მაისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის პოზიციაზე საკადრო ცვლილება განხორციელდა. მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორად ნიკო […]
27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით
ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლის (დირექტორი ლალი ალექსიძე)
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე)