
ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე „ერასმუს+“ სასწავლო პროგრამით ირლანდიაში იმყოფებოდა.
მარიამს ამ პროგრამით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
მარიამ ბერაძე: „ერასმუს +“-ის სასწავლო პროგრამები საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, რომ ლიდერობის, დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები განივითარონ, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება გაიძლიერონ, უცხო ქვეყანაში წარადგინონ საკუთარი სამშობლო და ახალი კულტურები გაიცნონ.
13 ქართველ მოსწავლესთან ერთად ირლანდიაში ათი შინაარსიანი და საინტერესო დღე გავატარე.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ქართული და ირლანდიური საგანმანათლებლო სისტემების შედარება. ირლანდია უფრო მეტად კონცენტრირებულია არაფორმალურ განათლებაზე. სასწავლო სესიების ფარგლებში გონების სავარჯიშოებს, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ პროექტებს ვგეგმავდით.
ირლანდია საქართველოს ძალიან ჰგავს მოსახლეობის რაოდენობითა და ფართობით. ირლანდიის ისტორიაც სავსეა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითებით. დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა ირლანდიამ 1921 წელს მოიპოვა.
ირლანდიელები, ქართველების მსგავსად, მებრძოლები და პატრიოტები არიან. მათ იმდენად ძლიერად უყვართ თავიანთი ქვეყანა, რომ არ აქვთ სურვილი, უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში წავიდნენ. მათი მიზანია, განავითარონ, გააძლიერონ თავიანთი ქვეყანა და სხვებისთვის მიმზიდველი გახადონ.
ირლანდიის სამ ქალაქში ვიმყოფებოდით და ვნახეთ, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეზე, რამდენად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. მკაფიოდ დავინახე, თუ რა შედეგი მოაქვს, როცა სახელმწიფო ორიენტირებულია ადამიანზე.
ახალ გარემოში, ახალ ადამიანებთან ყოფნამ, მათთან აზრების გაცვლა-გამოცვლამ, ანალიტიკური აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები გამიძლიერა.
უცხო ქვეყანაში მეტად დავაფასე და მეტად შემიყვარდა ჩემი ქვეყანა.
დედაქალაქ დუბლინში ირლანდიის მოსახლეობის მხოლოდ 10% ცხოვრობს. ამ ქვეყნის პატარა ქალაქები, სილამაზითა და ინფრასტრუქტურით, საცხოვრებლად უფრო მეტად მიმზიდველია. ირლანდიელები ხალისიანი და ბედნიერები არიან, რადგან ეკონომიკური და ყოფითი პრობლემები ნაკლებად აქვთ.
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოს განვითარება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება ევროპული ოჯახის წევრობაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდეს, თუ რესურსებს სწორად და მიზანმიმართულად გამოვიყენებთ“.
ფოტოზე: მარიამ ბერაძე (მარცხნიდან მეორე) ირლანდიაში კონკურის მონაწილეებთან ერთად
ამავე თემაზე
ხარაგაულელი მარიამ ბერაძე „ერასმუს+“-ის პროგრამის გამარჯვებულია.
„ყველა საქმე კეთდება, რასაც ქალი ხელს მოჰკიდებს,
დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. დედად ყოფნა უამრავი
ხევის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე „ერასმუს+“ სასწავლო პროგრამით ირლანდიაში იმყოფებოდა. მარიამს ამ პროგრამით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ. […]
ეკონომიკის სამინისტრო, მესამე წელია, კურორტ „ნუნისის“