

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე ევროკავშირისგან დაფინანსებული „ერასმუს+“-ის (Erasmus+) სასწავლო პროგრამის „მომავალი ლიდერები“ გამარჯვებულია.
მარიამი 2025 წლის თებერვალში ირლანდიის ქალაქ კორკში ორი კვირის განმავლობაში ისწავლის.
„ერასმუს+“-ის ამ კონკურსის შესახებ სოციალური ქსელით შევიტყვე, – ამბობს მარიამ ბერაძე, – შევავსე სააპლიკაციო ფორმა, დავწერე სამოტივაციო წერილი და ესე.
სამოტივაციო წერილში და ესეში გადმოვეცი, თუ რატომ მსურდა პროექტში ჩართვა, როგორ ვაფასებ ლიდერობას საქართველოში, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანის მნიშვნელობას და სხვ. საკმაოდ დიდ კონკურსში გავიმარჯვე – 300 აპლიკანტიდან 14 მოსწავლე შეგვარჩიეს.
ქალაქ კორკში არაფორმალური განათლების აქტივობებში ჩავერთვებით. ამ კულტურული და შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში დებატებს, ჯგუფურ დისკუსიებს, კულტურულ საღამოებს გავმართავთ, შევისწავლით ლიდერობის უნარ-ჩვევებს.
ეს ვიზიტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა წარმოვაჩინო“.
წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის