ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება 40 ათასს იხდის პლაგიატსა და არაპროფესიონალიზმში.

ჩვენგან მოპარული ეს სტატია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარით დაფინანსებული გაზეთის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა და თითქმის სიტყვა-სიტყვითაა გადაწერილი ვებგვერდზე chemikharagauli.com 14 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან „გადაეცემა თუ არა ტყე ხარაგაულის მუნიციპალიტეტს.“

ის, რაზეც ამ სტატიაშია საუბარი, კარგა ხნის ნათქვამი ჰქონდათ სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროს კარლო ამირგულაშვილსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ მაჭავარიანს, ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთის ეს პლაგიატი „ავტორი“ რომ ამ შეხვედრაზე დარბაზში შემოვიდა.

პლაგიატ ავტორს, რომც ჰქონდეს მერაბ მაჭავარიანისა და კარლო ამირგულაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი, ინფორმაცია „გადაეცემა თუ არა ტყე ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არის ჟურნალისტ ლაურა გოგოლაძის შექმნილი და წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას!

ეს არ არის ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთისგან პლაგიატობის პირველი შემთხვევა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ძვირფასო წარმომადგენლებო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხა იფლანგება ბევრი მიმართულებით, მათ შორის 40 ათასი ლარი – საინფორმაციო მომსახურების მიზნით.

დიდად საინტერესოა, რატომ ხარჯავთ სუბსიდიის სახით ფულს პლაგიატსა და არაპროფესიონალიზმში და თავს არიდებთ ტენდერით უკეთესი ხარისხის მომსახურების იაფად შესყიდვას?!