დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღესასწაული და სიმბოლურია, რომ საქართველოში პირველი ქალთა კონგრესი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარტის თვეში დავაარსეთ.
საფუძველი ჩაეყარა კონგრესს, რომლის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა.
ქვეყანაში ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვანი უკუსვლა შეინიშნება, რასაც ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია. კონგრესის ჩატარების ინიციატივა ემსახურება გამოწვევების გამოვლენას და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ქალთა უფლებების გაუმჯობესებას და მათი მონაწილეობის გაძლიერებას ქვეყნის განვითარებაში.
კონგრესმა გააერთიანა სხვადასხვა სფეროსა და თაობის ქალი უფლებადამცველები, აქტივისტები, ლიდერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: ძალადობის პრევენცია, ანტიგენდერული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის გატარება, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის განხორციელება და სხვ.
კონგრესის ჩატარების იდეა წარმოიშვა
ქალთა საინფორმაციო ცენტრის პოლონელ ქალთა კონგრესში მონაწილეობის შემდეგ, რომელიც 2024 წელს ჩატარდა.
საქართველოში კონგრესის მხარდამჭერები არიან სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.