

რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ თავისი არსებობის მანძილზე დღეს მეცხრე საერთო კრება გამართა. პარტიის 28 წევრიდან კრებას 25 ესწრებოდა.
კრებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის ბრძანდებოდნენ პარტიების – „ქართული ოცნება,“ „კონსერვატორები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები – მანანა ბარბაქაძე, გელა გოლუბიანი და უჩა ბერაძე.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა, პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ კრებაზე აღნიშნა, რომ პარტიის სიძლიერის მთავარი ნიშანი არ არის წევრთა რაოდენობა, თუმცა იგეგმება წევრთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდა. მისივე თქმით, მთავარია პარტიის წევრები საერთო ღირებულებებს იზიარებდნენ. „რესპუბლიკური პარტიისთვის“ კი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნული თავისუფლებაა.
ნოდარ ებანოიძემ რესპუბლიკური პარტიის ისტორია და მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა. მანვე ისაუბრა კოალიცია „ქართული ოცნების“ შესახებ და აღნიშნა, რომ კოალიციაში თანამშრომლობა არ არის იოლი.
„ჩვენ გვაძლიერებს განსხვავებული მოსაზრებები, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციურ რეჟიმში დავრჩებით. რა კონკრეტულ შეთანხმებებს მივაღწევთ, ეს უახლოესი მომავალის საქმეა.“
პარლამენტარმა ვრცლად ისაუბრა ქვყანაში მიმდინარე პროცესებზე და თქვა, რომ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას 2000 წლიდან ხელმძღვანელობს იური ლურსმანაშვილი. ის კრებაზე ანგარიშით წარდგა. იური ლურსმანაშვილმა მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც წვლილი შეიტანეს პარტიის საქმიანობაში. მისი თქმით, აუცილებელია გაძლიერდეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის საქმიანობა.
„ქვეყანასა და და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა პროცესში პარტიის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა. ამაყად შეგვიძლია ვიყოთ – საზოგადოების ჭირი და ლხინი ყოველთვის გაგვიზიარებია,“- აღნიშნა იური ლურსმანაშვილმა.
კრებაზე ანგარიშით წარდგნენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე დარეჯან გელაშვილი და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ლურსმანაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ კრებაზე აღნიშნა, რომ კოალიციური მონაპოვარია საკრებულოში თავისუფალი პოზიციების დაფიქსირება ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით.
პარტიის წევრის, ნიკოლოზ ბირკაძის თქმით, მისთვის საამაყოა რესპუბლიკური პარტიის წევრობა, რადგან ის ამ პარტიის წარმომადგენლებში ადამიანობას, სამართლიანობას, ყველასთვის თანასწორობის მოთხოვნას და ხვალინდელი დღის იმედს ხედავს.
რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის სარევიზო კომისიის წევრებად აირჩიეს ქეთევან ჭიპაშვილი, გელა მაღრაძე და ზვიად არევაძე.
კომისიის წევრებმა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ ქეთევან ჭიპაშვილი აირჩიეს.
ეროვნული კომიტეტის წევრებად აირჩიეს – ინგა მაღრაძე, ომარ გაგოშიძე, მიხეილ ჭიპაშვილი, როინ გელაშვილი, მამუკა არევაძე, ნიკოლოზ ბირკაძე.
ეროვნულმა კომიტეტმა რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მიხეილ ჭიპაშვილი ერთხმად აირჩია.
ახლარჩეული თავმჯდომარის თქმით, უამრავი ადამიანი სიმპატიითა განწყობილი რესპუბლიკური პარტიის მიმართ. ის გეგმავს მათთან მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მხარდამჭერთა ჯგუფების შექმნას.
რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეა.
მიხეილ ჭიპაშვილი არის ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორი. მისი თქმით, ორ თანამდებობაზე საქმიანობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. „მაქვს ჩემს გვერდით მდგომი ადამიანების იმედი და ორგან ჩემი საქმიანობა არ შეუშლის ხელს ერთმანეთს,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მიხეილ ჭიპაშვილმა.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი