

დიდთოვლობის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღებისაღსაზრდელთა მშობლებმა შვილების ბაღებში მიყვანა ვერ შეძლეს.
ამიტომ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 21-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 25 და 26 თებერვალს შეწყვეტილია.
ამ გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა. თუმცა, თუ ინტენსიური თოვა გაგრძელდა, შესაძლოა, ბაღებში ბავშვები მშობლებმა ვერც შემდეგ დღეებში მოიყვანონ.
ხარაგაულში 25 და 26 თებერვალს სწავლა შეწყვეტილია მუნიციპალიტეტში მოქმედ 26-ვე სკოლაში.
დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ ხაშური-ზესტაფონი-ხაშურისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა.
ფოტოზე: ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი
ამავე თემაზე
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!