ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 23 თებერვლის საღამოდან თოვს. დღეს, 25 თებერვალს, ამ დროის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში გზები გაუწმენდელია.

მოქალაქეები „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე გვწერენ, რომ მათ სოფლებში ცენტრალური და საუბნო გზები, თოვლის გამო, ჩაკეტილია, ითხოვენ გზების გაწმენდას და დროულ დახმარებას.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, „მაქსიმალურად მობილიზებულია ტექნიკა და იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზები შემდეგ სოფლებში: ზვარე, წიფა, ბაზალეთი, ლეღვანი, საღანძილე, ღორეშა, სარგვეში, ვარძია, ხუნევი, ბორითი, კიცხი, ისლარი, ფარცხნალი. საავტომობილო გზები გაწმენდილია დაბა ხარაგაულში, ასევე კიცხისა და ძირულას მიმართულებით. გზები თოვლისგან დღის განმავლობაში ეტაპობრივად გაიწმინდება“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

ფოტოზე: ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა

ამავე თემაზე

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა ორი დღით შეწყდა

ხაშური-ზესტაფონი-ხაშურის მატარებლის მოძრაობა 26 თებერვლის ჩათვლით შეჩერდა