აღწერის პირველ ეტაპზე – 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით თითოეულ მოქალაქეს საშუალება ეძლევა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გაიაროს თვითრეგისტრაცია და დამოუკიდებლად შეავსოს ელექტრონული კითხვარი.
მონაცემთა შეგროვების მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
„თვითრეგისტრაციის დროს ტელეფონის ნომერზე მოგვივა სპეციალური კოდი, რომელიც აუცილებლად უნდა შევინახოთ. 29 ნოემბრიდან, აღწერის მეორე ეტაპზე, ოჯახში მოსულ აღმწერს ამ კოდის მეშვეობით შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ჩვენგან შევსებულ კითხვარს, თვითრეგისტრაცია ერთგვარი დახმარებაა აღმწერებისთვის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 58 აღმწერი და აღმწერის 10 ზედამხედველი იმუშავებს.
აღწერის დროს აუცილებელია, რომ ინტერვიუერისგან დასმულ თითოეულ შეკითხვას ვუპასუხოთ. არის ხოლმე შემთხვევები, როცა მოქალაქე აღმწერს გარკვეულ ინფორმაციას არ აძლევს, ეს აღწერის პროცესს აზარალებს. სასურველია ინტერვიუს დროს ვიცოდეთ ჩვენი სახლის, ეზოსა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ზუსტი ფართობი და ეს ინფორმაცია მივაწოდოთ აღმწერებს“, – ამბობს მაკა გიორგიძე, ხარაგაულში აღწერის მუნიციპალური ზედამხედველი.
აღწერისას გამოიყენება სამი ტიპის კითხვარი: საცხოვრისის შესახებ, პერსონალური და სოფლის მეურნეობის შესახებ კითხვარები. ამ კითხვარებით შეგროვდება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა:
აღწერის მეორე ეტაპი მთელი საქართველოს მასშტაბით 19 დეკემბერს დასრულდება.
გაეროს რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აღწერები ქვეყანაში ტარდება 10 წელიწადში ერთხელ. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი