იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024 38 ღვინის მწარმოებლის მიერ წარდგენილი იყო 100 იმერული ღვინო.
ეს კონკურსი წელს მეორედ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა“ (DMO) და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირება მოახდინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ღვინის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონკურსზე შესაძლებელი იყო 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინის წარდგენა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.
კონკურსზე ღვინოები კახეთიდან, სამეგრელოდან, ქართლიდან და რაჭიდანაც წარდგინეს.
საერთაშორისო სტანდარტის შეფასების მიხედვით, ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა, 1 – დიდი ოქრო, 16 – ოქრო, 29- ვერცხლი, და 2 სპეციალური პრიზი საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინოებისათვის.
ვერცხლის მედალი ავალიშვილის მარნის ღვინომ „კრახუნა“ დაიმსახურა.
„რა თქმა უნდა ეს წარმატება დიდი სტიმულის მომცემია ჩემთვის, გავაგრძელო და განვავითარო ის საქმე, რასაც ჩვენმა წინაპრებმა 8000 წლის უკან ჩაუყარეს საფუძველი, – ამბობს შმაგი ავალიშვილი, – „ავალიშვილის მარნის“ დამფუძნებელი, – კვალიფიციური ჟიური, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეული ღვინის სპეციალისტები, გამკაცრებული კრიტერიუმებით აფასებდნენ ღვინოს. ჩვენ მოვახერხეთ და ვერცხლის მედალი ავიღეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, კონკრეტულად კი , კიცხის ზონას, ღვინის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. სამუშაო ბევრია. ოქროს მოლოდინში შიშველი ხელებით შევეცდებით წინ ვიაროთ – ახალი ვენახები გავაშენოთ და ხარაგაული ვასახელოთ. იმედი მაქვს, წყლისა და გზის პრობლემები, რაც ასე გვაწუხებს, უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება. მეღვინეობაში, წყლის გარეშე, ხარისხიანი ღვინის წარმოება შეუძლებელია“.
წარმატებებს ვუსურვებთ „ავალიშვილის მარანს“.
ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი