

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე ეკითხებიან სურთ თუ არა მარკირება.
„საარჩევნო უბანზე დამისვეს შეკითხვა, ვიყავი თუ არა თანახმა მარკირების სითხე დაესხათ ჩემს თითზე. გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს სავალდებულო მოთხოვნა იყო. ვიფიქრე, რომ წესი შეიცვალა. უბანზე არაფერი მითქვამს. შემდეგ დავაზუსტე იურისტთან, რომ ეს დარღვევაა – სითხის დასხმა სავალდებულოა. შემხვდა Jana Javakhishvili, რომელმაც მითხრა, რომ ასეთივე შეკითხვა მასაც დაუსვეს”- ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. აღნიშნული შეკითხვა დაუსვეს სხვა მოქალექეებსაც.
საარჩევნო კოდექსით, მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა. მარკირების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის დამრღვევს ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
პირველი ივლისიდან წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები
მიმდინარე წლის 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და დიუშენის
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა
2026 წლის 11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში