„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – ამ ნაწარმოების შესახებ გაკვეთილი მარელისის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ირინა კუპატაძემ უბისაში, იმ ტაძრის ეზოში ჩაატარა, რომელიც გრიგოლ ხანძთელმა ააგო.
„მამამან გრიგოლ სარწმუნოებისაებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე“, – მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.
„ზოგადად ძალიან მიყვარს გასვლითი გაკვეთილები, – ამბობს ირინა კუპატაძე, – გასულ წელს ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში ავხსენი აკაკი წერეთლის ლექსი „განთიადი“, რომელიც მან დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა.
ახლა კი მოსწავლეები უბისაში წავიყვანე, რადგან ვფიქრობ, გასვლითი გაკვეთილი ბევრად უფრო საინტერსოა, ვიდრე საკლასო ოთახში ახსნილი.
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას მოსწავლეები იმ ადგილას გაეცვნენ, სადაც საუკუნეების წინ ეს წმინდანი დააბიჯებდა და მონასტრის ასაშენებლად ადგილს არჩევდა. ამან მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა და გულისყურით მისმენდნენ.
გაკვეთილის შემდეგ ტაძარში გადავინაცვლეთ და წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხატთან სანთლები ავანთეთ.
მიმაჩნია, რომ ყველა ხარაგაულელი მოსწავლე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას და მოღვაწეობას სწორედ მის მიერ აგებული ტაძრის ეზოში უნდა გაეცნოს, რადგან ეს ამ დიდი წმინდანის მიერ აგებული ერთადერთი ტაძარია საქართველოს ტერიტორიაზე.
მარელისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ლიკა ყიფიანი ამბობს, რომ გასვლითი გაკვეეთილი უფრო მეტად საინტერესო და სასარგებლოა. მისი თქმით, უბისის ტაძრის ეზოში ჩატარებული გაკვეთილიდან უფრო მეტად დაამახსოვრდება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებსია და მოღვაწეობის შესახებ, ვიდრე კლასში მოსმენისას.
ირინა მასწავლებლის მოსწავლეებს სხვა გაკვეთილების ასეთ ალტერნატიულ სივრცეში ჩატარება სურთ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი