

დღეს, 18 ოქტომბერს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად, წილისყრები გაიმართა.
ცესკოს 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით, კომისიის წევრთა ფუნქციები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე განისაზღვრა. ამ დრომდე კომისიის წევრებს შორის წილისყრა არჩევნების დღეს, ხმის მიცემის დაწყებამდე ტარდებოდა.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, წილისყრა ხარაგაულის 37-ვე საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
მისივე თქმით, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცედურამ მშვიდად ჩაიარა.
არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ცესკოს დადგენილება, რომლითაც შეიცვალა საუბნო საარჩევნო კომისიებში წილისყრის ჩატარების ვადები, კანონთან შეუსაბამოა.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა, სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ფოტოებზე: წილისყრა #48.01 საუბნო საარჩევნო კომისიაში.

თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა