ნიკო კეცხოველის პრემია 2025 და ეკოკლუბების რეგისტრაცია დაიწყო. 2024-2025 წლის საკონკურსო თემაა – ბუნების დაცვა და კეთილდღეობა საქართველოს დაცული ტერიტორიები.
ნიკო კეცხოველის პრემია სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია. კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო.
კონკურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ თავად გახდებით მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი.
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობაა, არამედ იგი არის სკოლებისათვის ახალი ცოდნის მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი.
ეკოკლუბები თავიანთ აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად გეგმავენ და ახორცილებენ.
სწორედ ამგვარად, თითოეულ ეკოკლუბელს საკუთარი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შერჩეული მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებუ უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები იხილეთ გზამკვლევში.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – მწვანე კავკასია – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
გასული წლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გახდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი