დღეს, 13 ოქტომბერს, 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაიბადა. 1946 წელს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია) შეიყვანეს. სწორედ აქ გაიცნო მან შემდგომში თავისი თანამოაზრე და თანამებრძოლი ზვიად გამსახურდია. ახალგაზრდების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა კონსტანტინე გამსახუდიამ.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული, ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა.
1989 წლის 13 ოქტომბერს იგი ბორითში საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2013 წლის 26 სექტემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
„საუკუნეებში ერთხელ იბადებიან ასეთი ადამიანები. XX საუკუნეში ოთხი ეროვნული გმირი აჩუქა უფალმა საქართველოს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მათ იხსნეს ერი გადაგვარებისაგან და იმ საფრთხეებისაგან, რაც ჩვენს სამშობლოს დამპყრობელისგან ელოდა.
საქართველოს ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. ილია ჭავჭავაძის თავდადებამ შედეგი 1918-21 წლებში გამოიღო, თუმცა მცირე ხნით. შემდეგ ისევ გააქტიურდნენ საქართველოს მტრები და საქართველოში 70-წლიანმა წყვდიადმა დაისადგურა. ქვეყანას ათეისტური რეჟიმი მართავდა. ორმა ბუმბერაზმა ადამიანმა – მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ ქართველი ერი გამოაფხიზლა. მათი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა, 1991 წლის 9 აპრილს საქრთველომ დამოუკიდებლობა გამოცხადა.
1989 წლის 13 ოქტობერს ბორითში დატრიალებულმა ტრაგედიამ ფრთა მოტეხა ზვიად გამსახურდიას. მახსოვს ის დღე, ამ ტრაგედიიდან ნახევარი საათის შემდეგ მე უკვე აქ ვიყავი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. არასოდეს უნდა დავივიწყოთ იდეები, რომლისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ“, – ამბობს თამარ მეფის სახელობის თბილისის სკოლა-პანსიონის დირექტორი მამა მირიანი (სამხარაძე).
მერაბ კოსტავას თანამებრძოლები და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები წლების განმავლობაში იკრიბებოდნენ ეროვნული გმირის დაღუპვის ადგილას აღმართულ მონუმენტთან, მისი ხსოვნის პატივმისაგებად.
შეგახსენებთ რამდენიმე ასეთ შეკრებას, „ჩემი ხარაგაულის“ ვიდეოარქივიდან.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი