

13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების თეატრი „ათინათი“ სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირი“ პრემიერას გამართავს.
ამ სპექტაკლის რეჟისორია ირინე ჩხეიძე – ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
„ქალაქ VILVORD-ის სცენაზე (აქვე ბრიუსელთან) გეპატიჟებით პრემიერაზე. ნიდერლანდებიდან ქართული სახალხო თეატრალური დასი „ათინათი“ გვთავაზობს დავით კლდიაშვილის უკვდავი პიესის „დარისპანის გასაჭირი“ თავისებურ გადაწყვეტას. XXI საუკუნიდან დანახული XIX საუკუნის ზემო იმერეთის სოციალური ყოფა, ტრაგიკომედია საინტერესო მუსიკით, საოცარი სცენოგრაფიული ეპიზოდებით, კომედიურ პლასტებში ჩამალული სოციალური ტრაგიზმით.
ვფიქრობთ, საინტერესოა ეპოქის შესაფერისი (XIX ს.) ქალის, დის, მამიდის, მეზობლისა და ნათესავის, მამის, ბიძის და შორეული ნათესავის საუკუნე ნახევრის შემდეგ დანახული სოციალურ-კულტურული და კილო-კავური შტრიხები, სცენაზე გაცოცხლებული სახეები“.
რეჟისორი ირინე ჩხეიძე თეატრთან „ათინათი“ ივლისიდან ონლაინ რეპეტიციებს ატარებდა. პირველი ოქტომბრიდან კი ის ნიდერლანდებში იმყოფება. ამჯერად თეატრალურ დასთან ბრიუსელში პრემიერისთვის ემზადება.
„პრემიერის დღის მოახლოებას ძალიან განვიცდი. უცხო ქვეყანაში სპექტაკლის დადგმა დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა“, – ამბობს ირინე ჩხეიძე. ის მადლობას უხდის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მეუფე დოსითეოსს (ბოგვერაძე) და „ათინათის“ დასს.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა