ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე სპექტაკლის – „დარისპანის გასაჭირი“დასადგმელად მიიწვია.
„ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მეუფე დოსითეოსმა (ბოგვერაძე) შემომთავაზა ქართველი ემიგრანტებისგან დაფუძნებულ თეატრთან მემუშავა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ 2021 წელს თინათინ ახვლედიანმა დააფუძნა. „ათინათის“ რეჟისორია ლიეტუვაში მოღვაწე ბადრი წერედიანი.
ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ამავე დროს სასიხარულო იყო. ამჟამად რეპეტიციებს დისტანციურად, ინტერნეტის დახმარებით, გავდივართ. კორონავირუსის პანდემიის დროს ხარაგაულის სახალხო თეატრთან ონლაინ ვმუშაობდი, თუმცა ახლა სრულიად უცხო ადამიანებთან მიწევს საქმიანობა.
„ათინათის“ დასში საოცრად ნიჭიერი, მონდომებული და წარმატებული ხელოვანები არიან გაერთიანებული. ისინი უდიდეს საქმეს აკეთებენ ნიდერლანდებში. გარდა იმისა, რომ თავად ინარჩუნებენ და უფრთხილდებიან ყველაფერ ქართულს, ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.
მოუთმენლად ველოდები ყოველ საღამოს, როდის დამირეკავენ და კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდებიან. ძალიან შემაყვარეს თავი ასეულ ათასობით კილომეტრით დაშორებულმა უცხო ადამიანებმა.
დიდი მადლობა მეუფე დოსითეოსს. ეს არის ჩემთვის პროფესიული ზრდისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა.
სპექტაკლის პრემიერა, სავარაუდოდ, ოქტომბერში ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართება. მანამდე „ათიანთის“ წევრები და მე ბრიუსელში ჩავალთ და ცოცხალი რეპეტიციები გვექნება“.
„დარისპანის გასაჭირი“ ირინე ჩხეიძესთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ სპექტაკლში შედგა მისი, როგორც მსახიობის დებიუტი. ხარაგაულში ეს სპექტაკლი 1990 წელს დადგა მეუფე დოსითეოსმა, რომელიც მაშინ ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი იყო. იმავე წელს სახალხო თეატრების ფესტივალზე ხარაგაულელთა „დარისპანის გასაჭირმა“ გრან-პრი დაიმსახურა.
2015 წელს ეს სპექტაკლი თავად ირინე ჩხეიძემ დადგა ხარაგაულში და იმერეთის, გორისა და ლატვიის თეატრალურ ფესტივალებზე წარსდგა.
წარმატებებს ვუსურვებთ ირინე ჩხეიძეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი