დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა. 31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ომის ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დასრულდა, რასაც აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.
სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის ომში იბრძოდნენ და გმირულად დაიღუპნენ:
ალექსანდრე ბერაძე (1970 წ. – კიცხი – 1993 წელი – ხონი);
არსენ ბერაძე (1964 წ. – ხიდარი – 1993 წ. – ოჩამჩირე) დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
თემურ ბაბლიძე (1969 წ. – ხარაგაული – 1992 წ. – აფხაზეთი);
კობა გელაშვილი (1972 წ. – ნადაბური – 1993 წ. აგუძერა). დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით;
მერაბ გელაშვილი (1960 წ. – ნადაბური – 1993 წ. – ახალშენი);
ზურაბ გელაშვილი (1963 წ. – ხარაგაული – 1993 წ. – სოხუმი);
პაატა თაბაგარი (1971 წ. – ღარიხევი – 1992 წ. – ოჩამჩირე). დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
მამუკა თაბუკაშვილი (1972 წ. – ღუდუმექეთი – 1993 წ. – ოჩამჩირე). დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
ნოდარ თავზარაშვილი (1962 წ. – თეთრაწყარო – 1993 წ. – ოჩამჩირე ). დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
გელა კაპანაძე (1972 წ. – ღორეშა – 1993 წ. – ოჩამჩირე);
გიორგი ლურსმანაშვილი (1971 წ. – ჩხერი – 1993 წ. – კინდღი). დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით;
თამაზ ლომიძე (1974 წ. – ხარაგაული – 1993 წ. – აფხაზეთი);
ალეკო მდინარაძე (1972 წ. – კიცხი – 1993 წ. – სოხუმი);
ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე (1967 წ. – სარგვეში – 1992 წ. – ოჩამჩირე). დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“;
როინ პავლაძე (1970 წ. – ხარაგაული – 1993 წ. – აფხაზეთი);
იოსებ პაქსაშვილი (1971 წ. – ვერტყვიჭალა – 1994 წ. – აფხაზეთი);
სამოელ (ბაჩო) ჭყოიძე (1974 წ. – ხარაგაული – 1994 წ. – აფხაზეთი);
ხვიჩა ჭყოიძე (1964 წ. ქვები – 1993 წ. – შრომა). დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით;
გოჩა ჩადუნელი (1974 წ. – ხარაგაული – 1993 წ. – აფხაზეთი).
ამ გმირების სახელები, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის წინ აღმართულ ქვაზეა აღბეჭდილი, ხოლო ოქროს ასოებით ამოტვიფრულია თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე.
სამარადისოდ იქნება ხსენება მათი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი