

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გრანტების გასაცემად განაცხადების მიღებას იწყებს.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებული საგრანტო კონკურსი პროექტის, „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, ფარგლებში ტარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესებს, რომლებიც თავიანთი პროდუქტის ევროპის ბაზრებზე ექსპორტირების დაწყებას ან გაფართოებას გეგმავენ. განაცხადები მიიღება UNDP-ის სპეციალურ პორტალზე. საგრანტო კონკურსზე დამატებითი ინფორმაციის მიღება მეილის საშუალებითაა შესაძლებელი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 7 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!