

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში დღეს, 26 სექტემბერს, „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ამ სპორტულ შეჯიბრებაში ერთმანეთს ხარაგაულის და ვერტყვიჭალის ახალგაზრდული გუნდები შეხვდნენ.
ღონისძიების ინიციატორი მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურია.
„წლის განმავლობაში „მხიარულ სტარტებს“ სკოლების, მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაციებისა და ახალაზრდების ჩართულობით ვატარებთ, – ამბობს მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა ტაბატაძე, – ეს სპორტული შეჯიბრება დიდი პოპულარობით სარგებლობს“.
გუნდები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობებში დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეჯიბრებაში ხარაგაულელი ახალგაზრდების გუნდმა გაიმარჯვა.
„მხიარული სტარტების“ მონაწილეები სიმბოლური ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ფოტოზე: „მხიარულ სტარტებში“ მონაწილე გუნდები შეჯიბრების ორგანიზატორებთან ერთად
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!