საქართველოში სკოლების ავტორიზაცია მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ავტორიზებულ სკოლათა რიცხვს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა შეემატა. ამ სკოლამ საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება ცხრა წლით მოიპოვა.
„დიდი შრომა გავწიეთ ავტორიზაციის პროცესში, – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კვინიკაძე, – საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ჩვენი სკოლა რომ შეარჩია, ცოტა შევშინდი, რადგან სკოლაში არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა გვაქვს.
თუმცა, დოკუმენტაციაზე მუშაობის პროცესში სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები საკუთარ შესაძლებლობებში დავრწმუნდით, უფრო ნათლად დავინახეთ საჭიროებები და გამოწვევები.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი სკოლის სასწავლო პროცესი საუკეთესოდ შეფასდა. ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება და იმედია, ეს საკითხი მალე მოგვარდება.
ავტორიზაციის პროცესში მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ვთანამშრომლობდით. მაღალი პასუხისმგებლობით, თავდაუზოგავად იშრომა თითოეულმა თანამშრომელმა და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ავტორიზაცია 2023 წელს მარელისის, ვერტყვიჭალისა და კიცხის საჯარო სკოლებმა გაიარეს.
წარმატებით დაძლია გასულ წელს ავტორიზაცია ხარაგაულის გიმნაზიამ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ავტორიზაციის პროცესი ამჟამად ხევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი