ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან შინმოვლის პროგრამაში ჩართვის მსურველი შვიდი პირი ზრუნვის სააგენტოში ამ მომსახურების მისაღებად დარეგისტრირდა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორის, თამარ შავიძესგან მოვიპოვეთ. 2024 წელს შინმოვლის პროგრამის მომსახურებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოში „სათნოების სახლი“ დარეგისტრირდა. თუმცა, ამ დრომდე ეს პროგრამა არ ამოქმედებულა.
როდის განახლდება შინმოვლის პროგრამის მომსახურება და რა ეტაპებია გასავლელი, – ამ შეკითხვით თამარ შავიძეს მივმართეთ.
„ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოში ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრები შვიდი პირი დარეგისტრირდა, – ამბობს თამარ შავიძე, – მათ დოკუმენტში ხარვეზი დაფიქსირდა – ფორმა #100 არ არის სრულყოფილი. მომავალ კვირაში ამ პირთა ოჯახის წევრები განახლებულ ცნობას ზესტაფონში, ზრუნვის სააგენტოში, მიიტანენ. შესაძლოა, შინმოვლის პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი გაიზარდოს.
ამის შემდეგ ვალდებული ვარ, რომ პროგრამაში ჩართული ექიმი ყველა ბენეფიციართან მივიყვანო, რომ მათი მდგომარეობა ბართელის ინდექსით შეფასდეს. დამუშავებული დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოში გადაიგზავნება და ამის შემდეგ ვაუჩერულ დაფინანსებას მივიღებთ“.
ზრუნვის სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, 2024 წლისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შინმოვლის პროგრამისთვის ვაუჩერული დაფინანსება 12 პირისთვის უნდა გამოეყოს.
„ვცდილობ, მაქსიმალურად მალე დაიწყოს შინმოვლის პროგრამა, -ამბობს თამარ შავიძე, – თუმცა, ზუსტი თარიღის თქმა არ შემიძლია. პროგრამაში ჩართულ პირებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური დატრენინგებული ექთნები, რომლებიც ამ პროგრამაში 2022-2023 წლებში მონაწილეობდნენ“.
შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლებში ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ განახორციელა.
2022 წელს ხარაგაულში შინმოვლის პროგრამით 42 პირი სარგებლობდა, 2023 წელს კი 39 პირი.
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი