DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, 2024 წლის 4-6 ოქტომბერს ქუთაისში იმერული ღვინის კონკურსი- Imeretian wine Challenge 2024 ტარდება.
კონკურსის მიზანია, საქართელოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის როგორ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ცნობადობის ამაღლება.
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. ღვინის გასინჯვისას დაცული იქნება კომპანიის ანონიმურობა.
ჟიურის წევრებს შორის არიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები: ვლადიმერ კუბლაშვილი, თამარ იმედაძე, თინათინ ჯაჯანიძე, გიორგი სამანიშვილი, საბა ქიტიაშვილი; რობერტ ჯოზეფი (ბრიტანეთი), ტომას ბრენდლი (გერმანია), დავიდე ბარტონე (იტალია), მეთიუ ჰორკეი (ამერიკა), ირინა ძიანჩენკოვა (უკრაინა).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინო, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
• ღვინო უნდა იყოს ბოთლში ჩამოსხმული, მზად რეალიზაციისათვის;
• წარდგენილი ღვინის მინიმალური, დარჩენილი რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ბოთლზე ნაკლები;
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება;
• ბრენდის დასახელება;
• ღვინის დასახელება;
• ჩამოსხმის წელი;
• ყურძნის ჯიში;
• რეგიონი/ქვეყანა;
• მოცულობა;
• წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 4 ნიმუში (ბოთლი= 0.75ლ)
ნიმუშების მიტანამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს DMO-იმერეთის ოფისში 27 სექტემბრის ჩათვლით 12:00- სთ-დან 17:00 სთ-მდე. მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 9ა. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ თანხის გადარიცხვის ფურცელი.
იმერული ღვინის ასოციაციის წევრებისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა, სხვა შემთხვევაში ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 80 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე: 551 109 104 ჟანა; 99178735 – ქეთი ჯურხუძე, იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი ან მიწერეთ ელექტორნულ ფოსტაზე iwa@dmoimereti.ge
იმერული ღვინის კონკურსში მონაწილეობას აპირებს ხარაგაულელი მეღვინე შმაგი ავალიშვილი. ის იმერული ღვინის ასოციაციის წევრია და კონკურსზე „ავალიშვილების მარანში“ დამზადებულ და ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს წარადგენს.
შმაგი ავალიშვილი ამბობს, რომ ასეთი კონკურსები კარგი შესაძლებლობაა „ავალიშვილების მარანის“ ღვინის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის“.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ მეღვინეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი