აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 პირის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში ჩამოასვენეს.
მათ შორისაა ხარაგაულელი მებრძოლის, თემურ ბაბლიძის ცხედარი, რომელიც დღეს, 6 აგვისტოს, მშობლიური სოფელ ჯაფაროულის მიწას მიაბარეს.
სამების საკათედრო ტაძარში გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივის მიაგეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს პრეზიდენტმა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადმოსვენების პროცესში ჩართული იყო საერთაშოროსო წითელი ჯვრის კომიტეტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი აქტიურად 2013 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე ამ მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 621 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ცხედარი. მათგან იდენტიფიცირებულია 316. აფხაზეთში დარჩენილია 2 ათასამდე ადამიანი, რომლებიც კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
გადმოსვენებული 16 იდენტიფიცირებული ადამიანიდან 7 სამხედრო მოსამსახურეა, 9 მათგანი კი – მშვიდობიანი მოქალაქე. მათი ჯახის წევრების გადაწყვეტილებით, 4 მებრძოლის ცხედარს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო დანარჩენებს – საგვარეულო სასაფლაოებზე.
ფოტოზე: აფხაზეთში გმირულად დაღუპული მებრძოლის, თემურ ბაბლიძის დედა ანიკო ბაბლიძე სამების საკათედრო ტაძარში
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი