

დღეს, 5 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით დეპუტატებს უნდა განეხილათ:
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი დასწრებოდა, – „დაგროვდა ბევრი პრობლემატური საკითხი, კეთილი ინებოს და ამოვიდეს, უნდა ვკითხოთ მერს, რას აპირებს“.
თორნიკე ავალიშვილის მოადგილე ბაქარ ბარბაქაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ექვსი თვეა, ხარაგაულის ქუჩები ფეკალიების სუნით ყარს. თამაზ კიკნაძის სკვერის უკანა მხარეს კანალიზაცია პირდაპირ მდინარეში ჩაედინება, რის გამოც ბავშვები, რომლებიც მდინარეში ბანაობენ, ენტეროვირუსით ავადდებიან.
„4 მილიონი ლარი გადაყრილია კანალიზაციის სისტემის მოწყობაში და ხარაგაული ყარს, – ამბობს ბაქარ ბარბაქაძე, – სად არის ან მერის წარმომადგენელი, ან რას აკეთებს დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი? რა ხდება? ვერ დაჯდები სკვერში“.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის მოსაწვევად მას წერილობით ორი დღით ადრე უნდა მიმართოს. მისივე თქმით, მომავალ თვეში საკრებულო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების შუალედურ ანგარიშს მოისმენს და დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მაშინ ექნებათ.
ეს პასუხი თორნიკე ავალიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და თქვა, რომ „სხდომაზე მერის დასწრებას არავითარი წერილობითი მომართვა არ სჭირდება, ყელში ამოვიდა ხელისუფლების წარმომადგენელთა ტყუილები“. ამის შემდეგ დეპუტატები და მერის პირველი მოადგილე ერთმანეთს სიტყვიერად, შეურაცხმყოფელი ფრაზებით, გინებით დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების შემდეგ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს.
ამავე თემაზე
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი