დღეს, 30 ივლისისს, ჭიათურაში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და ორგანიზაციამ „ჩემი იმერეთი“ მოაწყვეს საჯარო შეხვედრა, თემაზე „ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ინფორმირებასა და საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობას საქართველოს ევროინტეგრაციის როლის თაობაზე, მათ შორის, სურსათის უვნებლობის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში, სამართლის დოქტორმა, ჟან მონეს პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების 30-წლიანი დინამიკა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, საქართველოსა და ევროკავშირის მიერ ერთმანეთის მიმართ აღებული ვალდებულებები, ევროინტეგრაციის წვლილი საქართველოში მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ეროვნული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარებაში, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეული პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა და სხვა.
ღონისძიების მეორე მომხსენებელმა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ მიმოიხილა ევროკავშირში მოქმედი სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების სისტემა, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების დაწყებაში და ევროკავშირის მიერ ამ მიმართულებით საქართველოსათვის გაწეული დახმარება.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში, რომელიც პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებზე. ევროკავშირი გვერდით დაუდგა საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეებში. მას შემდეგ ჩვენს შორის არის ნდობა, პარტნიორობა, ურთიერთვალდებულებებიც. ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი – მშვიდობის, სოციალური კეთილდღეობის, დასაქმების, უსაფრთხოებისა და უვნებლობის სტანდარტების ოჯახში.
ევროკავშირს სურს, საქართველოს სახით ჰყავდეს სტაბილური და დემოკრატიული პარტნიორი, ადამიანის თავისუფლებასა და ეროვნულ წარმოებაზე ორიენტირებული სახელმწიფო. სურვილებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ვალდებულებებიც, როგორც ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ. ჩვენი მოვალეობაა დავუახლოვდეთ ევროკავშირის წესებსა და სამართალს; ევროკავშირის ვალდებულებაა უზრუნველყოს საქართველოს დახმარება ეროვნული ინტერესების განხორციელებაში“, – განაცხადა სამართლის დოქტორმა, ჟან მონეს პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ.
„2010 წლიდან დღემდე, საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების მთავარი მამოძრავებელი ევროკავშირთან ინტეგრაცია იყო. ამასთან ერთად, ფასდაუდებელია ევროკავშირის ფინანსური, მატერიალური, თუ ტექნიკური დახმარება ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, რომელიც გაწეულ იქნა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების გასაზრდელად.
იმედი გვაქვს, რომ რეფორმები და ევროკავშირის მხრიდან მათი მხარდაჭერა გაგრძელდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოში სურსათის უვნებლობა ისეთივე დონეზე იყოს დაცული, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია“, – განაცხადა CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
საზოგადოება უნდა გახდეს სურსათის უვნებლობის მთავარი მაკონტროლებელი – ვახტანგ კობალაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი